თავში

ლარი დოლართან მცირედით გამყარდა, ევროს მიმართ გაუფასურდა

ლარი დოლართან მცირედით გამყარდა, ევროს მიმართ გაუფასურდა
ლარი დოლართან მცირედით გამყარდა, ევროს მიმართ გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.3137 ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.3138 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0001 პუნქტით გამყარდა.

1 ევროს შეძენა კი 3.9466 ლარად არის შესაძლებელი. ამ დრომდე 1 ევრო 3,9424 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი ევროსთან 0.0042  პუნქტით გაუფასურდა.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 26 ნოემბერს დაადგინა, ხვალიდან, 27 ნოემბრიდან ამოქმედდება.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.3133 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system