თავში

ლარი დოლართანაც და ევროსთანაც გამყარდა

ლარი დოლართანაც და ევროსთანაც გამყარდა
ლარი დოლართანაც და ევროსთანაც გამყარდა

ლარი ყველა ვალუტის მიმართ გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.2878  ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.3203 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0325  პუნქტით გამყარდა.

1 ევროს შეძენა კი 3.8415  ლარად არის შესაძლებელი. ორშაბათს 1 ევრო 3.8708 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებით 0.0293  პუნქტით არის გამყარებული.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 29 სექტემბერს დაადგინა, ხვალიდან, 30 სექტემბრიდან ამოქმედდება.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2725 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system