თავში

ლარი ევროსთან გაუფასურდა, დოლართან გამყარდა

ლარი ევროსთან გაუფასურდა, დოლართან გამყარდა
ლარი ევროსთან გაუფასურდა, დოლართან გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.4343 ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.4410  იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0067 პუნქტით გამყარდა.

1 ევროს შეძენა 4.0446 ლარად არის შესაძლებელი.  ამ დრომდე 1 ევრო 4.0404 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი ევროსთან 0.0042 პუნქტით გაუფასურდა

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 2 აპრილს, დაადგინა, ხვალიდან, 3 აპრილიდან ამოქმედდება.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.4200 ლარად ივაჭრება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system