თავში

ლარი ევროსთან გაუფასურდა, დოლართან გამყარდა

ლარი ევროსთან გაუფასურდა, დოლართან გამყარდა
ლარი ევროსთან გაუფასურდა, დოლართან გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.0728 ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.0785 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით  0.0058 პუნქტით გამყარდა.

1 ევროს შეძენა კი 3.6403 ლარად არის შესაძლებელი. გუშინ 1 ევრო  3.6237 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებით 0.0169 პუნქტით არის გაუფასურებული.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 13 აგვისტოს, დაადგინა, ხვალიდან, 14 აგვისტოდან ამოქმედდება.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.0750 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system