ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 2.9661 ლარი ღირს. შეგახსენებთ, გუშინ 1 დოლარის ყიდვა 2.9710 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებაში 0.0049 პუნქტით გამყარდა.
1 ევროს შეძენა კი 3.2965 ლარადაა შესაძლებელი, მაშინ როცა გუშინ 1 ევრო 3.3106 ღირდა. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებაში 0.0141 პუნქტით გამყარდა.
შეგახსენებთ, გაცვლითი კურსი,რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს დაადგინა, ხვალიდან, 24 ოქტომბრიდან იმოქმედებს.
ანტონ თათვიძე
ავტორი