თავში

ლარი გამყარებას განაგრძობს

ლარი გამყარებას განაგრძობს
ლარი გამყარებას განაგრძობს

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარილარი 2.7946 ღირს.

პარასკევს, 21 თებერვალს 1 დოლარის ყიდვა 2.8079 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებაში 0.0133 პუნქტით გამყარდა.

1 ევროს შეძენა კი 3.0291 ლარადაა შესაძლებელი. 1 ევრო პარასკევს 3.0370 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებაში 0.0079‬ პუნქტით გამყარდა.

გაცვლითი კურსი,რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 25 თებერვალს დაადგინა, ხვალიდან, 26 თებერვლიდან იმოქმედებს.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები. ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 2.7920 ლარად ივაჭრება

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system