თავში

ლარი მნიშვნელოვნად გაუფასურდა

ლარი მნიშვნელოვნად გაუფასურდა
ლარი მნიშვნელოვნად გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 2.8463 ლარი ღირს.  

ორშაბათს, 9 მარტს კი 1 დოლარის ყიდვა 2.7963 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.05‬ პუნქტით გაუფასურდა.

1 ევროს შეძენა კი 3.2274 ლარადაა შესაძლებელი. 1 ევრო ორშაბათს 3.1931 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებით 0.0343 პუნქტით გაუფასურდა.

გაცვლითი კურსი,რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 10 მარტს დაადგინა, ხვალიდან, 11 მარტიდან იმოქმედებს.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები. ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 2.8456 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system