თავში

ლარი მყარდება, ძალიან კარგად ვითარდება ქართული წარმოება, იზრდება ექსპორტი - თურნავა

ლარი მყარდება, ძალიან კარგად ვითარდება ქართული წარმოება, იზრდება ექსპორტი - თურნავა
ლარი მყარდება, ძალიან კარგად ვითარდება ქართული წარმოება, იზრდება ექსპორტი - თურნავა

თქვენ ხედავთ, რომ გვაქვს მაკროეკონომიკური სტაბილურობა. ლარი მყარდება. ამ ფონზე ძალიან კარგად ვითარდება ქართული წარმოება, იზრდება ექსპორტი, ვითარდება ტურისტული მიმართულება - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მედიასთან საუბრისას საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენი გუნდის მმართველობის პერიოდში ბევრი რამ გაკეთდა და ყოველთვის გვეამაყება ამის ხაზგასმა. მეორე მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავიდა პირველი 100 დღე, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა ჩაიბარა მთავრობის ხელმძღვანელობა. ძალიან საქმიანი მოხსენება იყო. ეს პერიოდი მართლაც მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ვახერხებთ და ვებრძვით პანდემიას და ამავდროულად ვავითარებთ ეკონომიკას. არ ხდება ეკონომიკის ჩაკეტვა. პირიქით, დაიწყო ეკონომიკის აღდგენა, აღმავლობა და ეს ასახულია რეალურ ციფრებში. 

თქვენ ხედავთ, რომ გვაქვს მაკროეკონომიკური სტაბილურობა. ლარი მყარდება. ამ ფონზე ძალიან კარგად ვითარდება ქართული წარმოება, იზრდება ექსპორტი, ვითარდება ტურისტული მიმართულება. რაც მთავარია არის მშვიდობიანი განვითარების შესაძლებლობა და პერსპექტივა. სწორედ ამან მოგვცა საშუალება, რათა ჩვენ, პრემიერ ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, 10-წლიან გეგმაზე ვიმუშაოთ. 10 წლიანი გეგმა, ეს არის სტაბილური მომავალი, ეს არის მშვიდობიანი მომავალი, ეს არის ევროპული მომავალი. თქვენ თავად ხედავთ, ჩვენი გეგმა, ჩვენი ხედვა რამდენად საგნობრივი და დასაბუთებულია,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system