თავში

ლარი ორივე ვალუტის მიმართ გამყარდა

ლარი ორივე ვალუტის მიმართ გამყარდა
ლარი ორივე ვალუტის მიმართ გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.2186 ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.2249 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0063 პუნქტით გამყარდა.

1 ევროს შეძენა კი 3.7728 ლარად არის შესაძლებელი. ამ დრომდე 1 ევრო 3.7806 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი ევროსთან 0.0078 პუნქტით გამყარდა.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 16 ოქტომბერს დაადგინა, ხვალიდან, 17 ოქტომბრიდან ამოქმედდება და მთელი უქმებიის განმავლობაში, 19 ოქტომბრის საღამოს 5 საათამდე იქნება ვალიდური.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2098 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system