თავში

ლარი ორივე ვალუტის მიმართ მკვეთრად გამყარდა

ლარი ორივე ვალუტის მიმართ მკვეთრად გამყარდა
ლარი ორივე ვალუტის მიმართ მკვეთრად  გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.2910  ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.3115 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0205  პუნქტით გამყარდა.

1 ევროს შეძენა კი 3.9847 ლარად არის შესაძლებელი. ამ დრომდე 1 ევრო 4.0304 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი ევროსთან 0.0457  პუნქტით გამყარდა.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 7 დეკემბერს დაადგინა, ხვალიდან, 8 დეკემბრიდან ამოქმედდება.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2800 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system