თავში

ლარი 0.0197 პუნქტით გაუფასურდა

ლარი 0.0197 პუნქტით გაუფასურდა
ლარი 0.0197 პუნქტით გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.4432 ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.4235 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0197  პუნქტით გაუფასურდა.

1 ევროს შეძენა 4.1177 ლარად არის შესაძლებელი. ამ დრომდე 1 ევრო 4.0709 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი ევროსთან 0.0468  პუნქტით გაუფასურდა.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 14 აპრილს, დაადგინა, ხვალიდან, 15 აპრილიდან ამოქმედდება.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.4462 ლარად ივაჭრება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system