თავში

ლარის გამყარება ნავთობსექტორს ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს

ლარის გამყარება ნავთობსექტორს ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს
ლარის გამყარება ნავთობსექტორს ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს

“ლარის გაცვლითი კურსის გარშემო უკანასკნელი დღეების დინამიკა ქვეყნის ნავთობსექტორისათვის ოპტიმიზმის საფუძველს ქმნის," - ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის ხელმძღვანელი შავლეგ მიშველაძე აცხადებს. 

მისი განმარტებით, ლარის გამყარების დინამიკა საშუალებას მისცემს სანავთობო ინდუსტრიის ძირითად მოთამაშეებს შეინარჩუნონ საწვავის სარეალიზაციო ფასი არსებულ ნიშნულზე.

"ყველასათვის ცნობილია, რომ საწვავის ფასს განაპირობებს საერთაშორისო ბაზრის ფასისა და ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ერთობლიობა. ლარის გამყარების დინამიკა საშუალებას მისცემს სანავთობო ინდუსტრიის ძირითად მოთამაშეებს შეინარჩუნონ საწვავის სარეალიზაციო ფასი არსებულ ნიშნულზე. ეს კი ორმხრივი ინტერესის საგანს წარმოადგენს - ერთის მხრივ საზოგადოების მოლოდინი რომ არ გაძვირდეს საწვავი, ხოლო, მეორეს მხრივ, ნავთობკომპანიების სურვილი - საწვავის ფასი იყოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი თითოეული მომხმარებლისათვის. იმედს ვიტოვებთ, რომ ეროვნული ვალუტის გამყარების ტენდენცია გაგრძელდება და შენარჩუნდება, რაც ბიზნესის ყველა სფეროში განამტკიცებს სტაბილურობის განცდას და დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე”- განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის ხელმძღვანელმა, შავლეგ მიშველაძემ.

ცნობისთვის დღეს დილით მსგავსი განცხადება გააკეთა ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირმაც.

"საწვავის მიმდინარე ფასები სტაბილურობას შეინარჩუნებს და არ გაიზრდება, თუ, რა თქმა უნდა, ლარი გაუფასურების ტრენდს არ დაუბრუნდება ისევ,“- აცხადებენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.

ცნობისთვის ბოლო სამ დღეში ლარი 13 თეთრამდე გამყარდა.

ამჟამად, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.2059 ლარი ღირს. 1 ევროს შეძენა კი 3.7560 ლარად არის შესაძლებელი.  დღეს 16 საათსა და 20 წუთზე Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2238 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system