თავში

ლარის გაუფასურება ბანკების ბრალია? - Exclusive

ლარის გაუფასურება ბანკების ბრალია?
ლარის გაუფასურება ბანკების ბრალია? - Exclusive

კორონავირუსის გამო შეფერხებული გლობალური ეკონომიკის საცეცები თოთქმის ყველა ვალუტას შეეხო, თუმცა, ლარი პოზოციებს ბოლომდე არ თმობდა და რამდენიმე კვირის განმავლობაში ერთადერთი ვალუტა იყო რეგიონში, რომელიც მყარდებოდა.

თუმცა ბოლო 3 დღეა ლარმა პოზიციები დათმო და მნიშვნელოვნად გაუფასურდა.

სპეციალისტების აზრით, გაუფასურება კორონავისურის გამო გაჩენილმა უარყოფითმა მოლოდინმა გამოიწვია. მათი განმარტებით, კორონავირუსის ირიბმა გავლენამ, როგორც საქართველოში ასევე მთელს მსოფლიოში, ფაქტობრივად არაპროგნოზირებადი გახადა ბიზნეს გარემო, ფასიანი ქაღალდები და ფინანსური ბაზარიც. ეს არის მოცემულობა, რომელიც არავინ იცის, სადამდე გასტანს. ასეთია მსოფლიოს ავტორიტეტული გამოცემების აზრიც. 

ლარზე კოროვანირუსის გავლენას გამორიცხავს ეკონომიკის ექსპერტი, საბანკო სფეროს სპეციალისტი, ლია ელიავა. მისი თქმით, ლარს აუფასურებს კომერციული ბანკები.

"ის, რომ ლარი გაუფასურდა, არ უკავშირდება კორონავირუსს. სხვა ქვეყნებში კურსი ღია სავაჭრო პლატფორმებზე დგინდება. იქ ყველაფერი ჩანს და კონტროლირებადია. "ბლუმბერგი" კი, რომელზე ვაჭრობის შემდეგად ლარის კურსს ადგენს ეროვნული ბანკი, არ არის რეგულირებადი. ყველა ქვეყნის ცენტრალური ბანკი ცდილობს დაიცვას და არ დაუშვას ეროვნული ვალუტების ვარდნა. სავაჭრო პლატფორმაზე ვაჭრობისას დგინდება ე.წ "კორიდორი", სადაც განსაზღვრულია ზედა და ქვედა ზრვარი. როგორც კი ვალუტის კურსი ამ ზღვარს შეეხება, ვაჭრობა წყდება. ეს საქართველოს შემთხვევაში არ ხდება, რაც არასწორია" - განუცხადა report.ge-ს ლია ელიავამ  და დასძინა, რომ ლარი კურსისთვის ყველაზე დიდი ზეწოლაა ქვეყნიდან კაპიტალის გადინება. 

"ლარის ვარდნის 99%-იანი მიზეზი, როგორც წესი, არის ქვეყნიდან კაპილალის გადინება. ბიზნესი, რომელსაც აქ ლარში აქვს წარმოება, კაპიტალის, მოგების, ამონაგების გატანისას ლარს დოლარში აკონვერტირებს. ბანკებმა ეს მოთხოვნა ხომ უნდა შეუსრულონ კლინეტებს? ისინი ცდილობენ ერთმანეთში მოიძიონს ეს თანხა. შესაბამისად, იზრდება მოთხოვნა დოლარზე, რაც მას აძვირებს, ხოლო ლარის მასა იზრდება და ის უფასურდება. ჩვენს მცირე ეკონომიკაზე გავლენა აქვს 3-5-10 მილიონის გატანასაც კი. მაშინვე იწყებს ლარი ვარდნას. ამას უნდა აკონტროლებდეს ეროვნული ბანკი. სხვა ქვეყნებში ერთბაშად ინვესტორი თანხას ვერ გაიტანს. მას გადაუნაწილებენ ორ კვირაზე, რითაც ზეწოლა ადგილობრივ ვალუტაზე მცირდება. საქართველოში კი ეს უკონტროლოა," - აცხადებს ელიავა.

დღეს, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, 1 ამერიკული დოლარი 2.8463 ლარი ღირს. 1 ევროს შეძენა კი 3.2274 ლარადაა შესაძლებელი.

ცნობისთვის Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები. ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 2.8962 ლარად ივაჭრება.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system