თავში

ლარის გაუფასურებამ "თბილისი ენერჯი" 18 მილიონი ლარით დააზარალა

ლარის გაუფასურებამ "თბილისი ენერჯი" 18 მილიონი ლარით დააზარალა
ლარის გაუფასურებამ თბილისი ენერჯი 18 მილიონი ლარით დააზარალა

“თბილისი ენერჯიმ”, ყოფილმა “ყაზტრანსგაზმა", 2018 წლის აუდიტორული ანგარიშგება გამოაქვეყნა, რომელიც კომპანიის ფინანსურ და მმართველობით ანგარიშგებებს აერთიანებს.

EY-ის მიერ მომზადებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ  2018 წელს “თბილისი ენერჯიმ” 610 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი გაყიდა, რაც 2017 წელთან შედარებით 20 მილიონი კუბური მეტრით ნაკლები იყო. რეალიზაციის შემცირება კომპანიის შემოსავალზეც აისახა და ის 2,049,301 ლარით შემცირდა.

“ყაზტრანსგაზმა” მოგებაზე გასვლა ვერც 2018 წელს შეძლო და საქმიანობა 17,926,720 ლარის ზარალით დაასრულა.

გასული წლების განმავლობაში “თბილისი ენერჯის” ზარალი ასეთი იყო:
2018 წელს ზარალი 17,926,720 ლარი;
2017 წელს ზარალი 11,808,424 ლარი;
2016 წელს ზარალი 45,399,675 ლარი.

2018 წლის ბოლოს კომპანიის მესაკუთრე შეიცვალა. იქამდე “ყაზტრანსგაზის” მფლობელს ყაზახური სს “ყაზმუნაი გაზი” ფლობდა. დღეს მისი მფლობელია კომპანია შპს “ვოლთბეი”. კომპანიის საბოლოო მაკონტროლებელი ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარიაა.

2018 წლის განმავლობაში “თბილისი ენერჯი” სპეციალური მართვის რეჟიმში იმყოფებოდა, რომელიც კომპანიას 2009 წლიდან დაუწესდა. სემეკის გადაწყვეტილებით, სპეციალური მართვა მხოლოდ 2019 წლის 30 აპრილს დასრულდა.

ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, “თბილისი ენერჯის” მილსადენების სიგრძე 2,389 კილომეტრს შეადგენს, ხოლო მთლიანი აქტივების ღირებულება 139,607,607 ლარს შეადგენს.

რატომ არის კომპანია ზარალზე?

დოკუმენტის მიხედვით, კომპანიის ზარალიანობის ძირითად მიზეზს გასაყიდი ბუნებრივი აირის მაღალი თვითღირებულება, განაწილების მაღალი ხარჯი, ასევე კურსთაშორისი სხვაობა იწვევს. “თბილისი ენერჯი” ბუნებრივ აირს დოლარში ყიდულობს, ხოლო მისი რეალიზაციის საფასური კი, ლარშია ნომინირებული. კურსის მერყეობის შემთხვევაში კომპანიას სარეალიზაციო ფასის ცვლილების შესაძლებლობა არ აქვს, რადგანაც ის სემეკ-ის მიერ არის დადგენილი. მხოლოდ კურსთაშორისი სხვაობიდან “თბილისი ენერჯიმ” 2018 წელს 11,479,765 ლარი იზარალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system