თავში

ლარის გაუფასურების პროცესი შეჩერდა

ლარის გაუფასურების პროცესი შეჩერდა
ლარის გაუფასურების პროცესი შეჩერდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.1568 ლარი ღირს.

გუშინ 1 დოლარის ყიდვა 3.1804 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0236‬ პუნქტით გამყარდა.

1 ევროს შეძენა კი 3.4109 ლარადაა შესაძლებელი. 1 ევრო გუშინ 3.4997 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებით ‭0.0888 პუნქტით გამყარდა.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 19 მარტს დაადგინა, ხვალიდან, 20 მარტიდან იმოქმედებს.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები. ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი ‭3.1750 ლარად ივაჭრება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system