თავში

ლარის გაუფასურების პროცესს ვერაფერი აჩერებს

ლარის გაუფასურების პროცესს ვერაფერი აჩერებს
ლარის გაუფასურების პროცესს ვერაფერი აჩერებს

სექტემბრიდან დაწყებული, ლარი ლამის ყოველდღიურად უფასურდება. ვერც მთავრობა და ვერც ეროვნული ბანკი ამ პროცესს ჯერჯერობით ვერაფერს უპირისპირებს. როგორც ანალიტიკოსი ნიკა შენგელია აცხადებს, ლარს 3,40-იანი ნიშნულისკენ გაეხსნა გზა და ეს მაჩვენებელი, სავარაუდოდ, მალე დაფიქსირდება. ანალიტიკოსი საუბრობს იმაზეც, რომ ლარის ასეთი გაუფასურების გამო როგორც ბიზნესი, ასევე ეკონომიკის სხვა დარგები და მოსახლეობაც რთულ სიტუაციაში აღმოჩნდება.

,,ჩვენი თითქმის ყველა პროგნოზი გამართლდა, რასაც მაისიდან მოყოლებული, ლარის კურსთან დაკავშირებით ვაკეთებდით. ვამბობდით, რომ სექტემბრიდან დაიწყებოდა ლარის დიდი გაუფასურება. 3,20-3,25-ის ფარგლებში გვქონდა სავარაუდო მაჩვენებელი. შეიძლება, სიტუაცა უფრო დრამატულადაც გვქონდა წარმოდგენილი, მაგრამ ვერ ვუშვებდით გონებაში, რომ სებ-ი ასეთ გაუფასურებას დაუშვებდა. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური კურსი 3,33-ის ფარგლებშია, სავალუტო ჯიხურებში ეს მაჩვენებელი უკვე 3,35-მდეც ავარდა, რაც კატასტროფაა. მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, ასევე მოსახლეობისთვის ლარის კურსი დიდი დარტყმა იქნება. შეიძლება ითქვას, რომ ამ დროისთვის ლარს თავისუფლად აქვს გახსნილი გზა 3,40-იანი ნიშნულისკენ, ეს ნიშნავს, რომ გაკოტრება დაწყებულია და ამ პროცესის შეჩერება ძალიან გაუჭირდებათ", - ამბობს ანალიტიკოსი report.ge-თან. 

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.3332 ლარი ღირს.  შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0435 პუნქტით გაუფასურდა. 1 ევროს შეძენა კი 3.8812 ლარად არის შესაძლებელი. ლარი ამ ევროს მიმართ 0.052 პუნქტით არის გაუფასურებული.

რაც შეეხება Bloomberg-ზე ვაჭრობის შედეგს, ამ მომენტისთვის 1 დოლარი 3.3438 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system