თავში

ლარის კურსი ახლებურად დადგინდება

ლარის კურსი ახლებურად დადგინდება
ლარის კურსი ახლებურად დადგინდება

ეროვნული ბანკის ცნობით, Bmatch პლაფორმაზე სატესტო რეჟიმში უკვე მუშაობს. პლატფორმაზე ამჟამად სატესტო რეჟიმში  15 ბანკი, 5 მიკროსაფინანსო, ათამდე კომპანია და ერთ-ერთი უცხოური საინვესტიციო ფონდი ვაჭრობს.

ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული გარიგებებით პირველი ოქტომბრიდან  დადგინდება.  

ეროვნულ ბანკში დარწმუნებული არიან, რომ რეფორმას სავალუტო ბაზარზე დადებითი გავლენა ექნება, რადგან თუ დღეს გაცვლითი კურსი შეზღუდული მოცულობის სავალუტო ოპერაციებით დგინდება, ახალი პლატფორმის შემთხვევაში კურსის განსაზღვრაში ტრანზაქციების ფართო სპექტრი იქნება ასახული.

როგორც ეროვნული ბანკი განმარტავს, Bmatch პლაფორმაზე ვაჭრობა იქნება გამჭვირვალე და კონკურენტული. კომპანიები აღარ იქნებიან შეზღუდული გარიგებების ერთ ბანკთან დადებით, არამედ მათ შეეძლებათ ვაჭრობა პლატფორმაში განთავსებულ სხვა სუბიექტებთან შუამავლების გარეშე. ანუ, კომპანიებს ექნებათ არჩევანი, ან თავად ჩაერთონ ტერმინალში და მისი მეშვეობით პირდაპირ ივაჭრონ ვალუტით ან განაცხადები ბანკების დახმარებით განათავსონ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system