თავში

ლარის კურსი დოლართან გამყარდა, ევროს მიმართ - გაუფასურდა

ლარის კურსი დოლართან გამყარდა, ევროს მიმართ - გაუფასურდა
ლარის კურსი დოლართან გამყარდა, ევროს მიმართ - გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.0592 ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.0701 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0109  პუნქტით გამყარდა.

1 ევროს შეძენა კი 3.5404  ლარად არის შესაძლებელი. გუშინ 1 ევრო 3.5165 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებით 0.0239 პუნქტით არის გაუფასურებული.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 22 ივლისს, დაადგინა, ხვალიდან, 23 ივლისიდან, ამოქმედდება.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვისBloomberg-ზე 1 დოლარი 3.0575 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system