თავში

ლარის კურსი დოლართან მიმართებით კვლავ გაუფასურდა

ლარის კურსი დოლართან მიმართებით კვლავ გაუფასურდა
ლარის კურსი დოლართან მიმართებით კვლავ გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.2106 ლარი ღირს.

პარასკევს, 8 მაისს 1 დოლარის ყიდვა 3.2100 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით მხოლოდ 0,0006 პუნქტით გაუფასურდა.

1 ევროს შეძენა კი 3.4742 ლარად არის შესაძლებელი.1 ევრო 8 მაისს 3.4800 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებით 0,0058 პუნქტით არის გამყარებული.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 11 მაისს დაადგინა, ხვალიდან, 12 მაისიდან იმოქმედებს.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2083 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system