თავში

ლარის კურსი დოლართან შენარჩუნდა, ევროსთან მიმართებით - გაუფასურდა

ლარის კურსი დოლართან შენარჩუნდა, ევროსთან მიმართებით - გაუფასურდა
ლარის კურსი დოლართან შენარჩუნდა, ევროსთან მიმართებით - გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.1916 ლარი ღირს.

პარასკევს, 22 მაისს 1 დოლარის ყიდვა 3.1916 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით არ შეცვლილა.

1 ევროს შეძენა კი 3.4801 ლარად არის შესაძლებელი.1 ევრო 22 მაისს 3.4795 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებით 0,0006 პუნქტით არის გაუფასურებული.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 25 მაისს დაადგინა, ხვალიდან, 26 მაისიდან იმოქმედებს.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1904 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system