თავში

ლარის კურსი გამყარდა როგორც დოლართან ასევე ევროსთან მიმართებაში

ლარის კურსი გამყარდა როგორც დოლართან ასევე ევროსთან მიმართებაში
ლარის კურსი გამყარდა როგორც დოლართან ასევე ევროსთან მიმართებაში

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 2.8631 ლარი ღირს.

გუშინ, 1 დოლარის ყიდვა 2.8678 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებაში 0.0047‬ პუნქტით გამყარდა.

1 ევროს შეძენა კი 3.1010 ლარადაა შესაძლებელი. 1 ევრო გუშინ, 3.1104 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებაში 0.0094 პუნქტით გამყარდა.

გაცვლითი კურსი,რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 18 თებერვალს დაადგინა, ხვალიდან, 19 თებერვლიდან იმოქმედებს.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები. ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 2.8555 ლარად ივაჭრება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system