თავში

ლარის კურსი გამყარდა

ლარის კურსი გამყარდა
ლარის კურსი გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3,1349 ლარი ღირს.

პარასკევს, 10 აპრილს, 1 დოლარის ყიდვა 3.1456 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით  0,0107 პუნქტით გამყარდა.

1 ევროს შეძენა კი 3.4227 ლარადაა შესაძლებელი. 1 ევრო პარასკევს 3.4425 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებით 0,0198 პუნქტით არის გამყარებული.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 13 აპრილს დაადგინა, ხვალიდან, 14 აპრილიდან იმოქმედებს.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1400 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system