თავში

ლარის კურსი ისევ გაუფასურდა

ლარის კურსი ისევ გაუფასურდა
ლარის კურსი ისევ გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.1696 ლარი ღირს.

16 აპრილის 1 დოლარის ყიდვა 3.1361 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0335 პუნქტით გაუფასურდა.

1 ევროს შეძენა კი 3.4343 ლარადაა შესაძლებელი. 1 ევრო 16 აპრილს 3,4111 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებით 0.0232 პუნქტით არის გაუფასურებული.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 21 აპრილს დაადგინა, ხვალიდან, 22 აპრილიდან იმოქმედებს.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1665 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system