თავში

ლარის კურსი ისევ უფასურდება

ლარის კურსი ისევ უფასურდება
ლარის კურსი ისევ უფასურდება

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.2032  ლარი ღირს.

ორშაბათს, 28 აპრილს 1 დოლარის ყიდვა 3.2014 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0,0018 პუნქტით გაუფასურდა.

1 ევროს შეძენა კი 3.4748 ლარად არის შესაძლებელი.1 ევრო 28 აპრილს 3.4722 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებით 0,0026 პუნქტით არის გაუფასურებული.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 29 აპრილს დაადგინა, ხვალიდან, 30 აპრილიდან იმოქმედებს.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2090 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system