თავში

ლარის კურსი - ივნისის მიმოხილვა

ლარის კურსი - ივნისის მიმოხილვა
ლარის კურსი - ივნისის მიმოხილვა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სამომხმარებლო ფასების ცვლილების ყოველთვიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ივნისში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ საშუალოდ 3.3813-დან 3.1616-მდე (6.5 პროცენტით), ხოლო ევროს მიმართ საშუალოდ 4.1070-დან 3.8111-მდე (7.2 პროცენტით) გამყარდა. თვის ბოლოს კი ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლარისა და ევროს მიმართ 3.1603 და 3.7608 შეადგინა.

ივნისში ლარი/დოლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალურმა მნიშვნელობამ - 3.2688, ხოლო მინიმალურმა 3.0791 შეადგინა. შესაბამისად, თვის განმავლობაში საშუალო კურსიდან მაქსიმალური გადახრა - 3.4 პროცენტი, ხოლო მინიმალური -2.6 პროცენტი დაფიქსირდა.

საერთაშორისო სავალუტო ბაზრებზე დოლარი რუსული რუბლის მიმართ საშუალოდ - 2.0 პროცენტით და სომხური დრამის მიმართ 1.4 პროცენტით გაუფასურდა, ხოლო თურქული ლირის მიმართ 2.9 პროცენტით და ევროს მიმართ 0.8 პროცენტით გამყარდა, აზერბაიჯანული მანათის მიმართ კი პრაქტიკულად უცვლელი დარჩა.

წინა თვესთან შედარებით ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი - 7.4 პროცენტით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 7.2 პროცენტით გამყარდა. წლიურად, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 1.9 პროცენტით გამყარდა, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 1.2 პროცენტით გაუფასურდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system