თავში

ლარის კურსი მყარდება

ლარის კურსი მყარდება
ლარის კურსი მყარდება

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.1172  ლარი ღირს.

პარასკევს, 29 მაისს 1 დოლარის ყიდვა 3.1761 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0,589 პუნქტით გამყარდა.

1 ევროს შეძენა კი 3.4626  ლარად არის შესაძლებელი.1 ევრო 29 მაისს 3.5366 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებით 0,074 პუნქტით არის გამყარებული.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 1 ივნისს დაადგინა, ხვალიდან, 2 ივნისიდან იმოქმედებს.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.0845 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system