თავში

ლარის კურსი თითქმის არ შეცვლილა

ლარის კურსი თითქმის არ შეცვლილა
ლარის კურსი თითქმის არ შეცვლილა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.1999 ლარი ღირს.

სამშაბათს, 5 მაისს 1 დოლარის ყიდვა 3.1998 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით მხოლოდ 0,0001  პუნქტით გაუფასურდა.

1 ევროს შეძენა კი 3.4565 ლარად არის შესაძლებელი.1 ევრო 5 მაისს 3.4702 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებით 0,0137 პუნქტით არის გამყარებული.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 6 მაისს დაადგინა, ხვალიდან, 7 მაისიდან იმოქმედებს.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2025 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system