თავში

ლარის კურსი უმნიშვნელოდ გამყარდა

ლარის კურსი უმნიშვნელოდ გამყარდა
ლარის კურსი უმნიშვნელოდ გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.0393 ლარი ღირს.

სამშაბათს, 9 ივნისს 1 დოლარის ყიდვა 3.0648 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0255  პუნქტით გამყარდა.

1 ევროს შეძენა კი 3.4551   ლარად არის შესაძლებელი. გუშინ 1 ევრო 3.4549 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებით 0.0002 პუნქტით არის გაუფასურებული.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 10 ივნისს დაადგინა, ხვალიდან, 11 ივნისიდან იმოქმედებს.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.0270 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system