თავში

ლარის კურსის რა პროგნოზი აქვს ეკონომიკის მინისტრს

ლარის კურსის რა პროგნოზი აქვს ეკონომიკის მინისტრს
ლარის კურსის რა პროგნოზი აქვს ეკონომიკის მინისტრს

"მთლიანობაში ტენდენცია ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით პოზიტიურია. ლარი ეტაპობრივად მყარდება. რა თქმა უნდა, არაა გამორიცხული მცირე რყევები, მაგრამ მაკროეკონომიკური ვითარება არის მეტნაკლებად ჯანსაღი რამდენადაც ეს შესაძლებელია გლობალური პანდემიის და კრიზისის ფონზე,"- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

თურნავას თქმით, ლარის კურსის გამყარების ტენდენცია სახეზეა.

"აპრილში 16%-იანი ვარდნის მიუხედავად, ლარის კურსის გამყარების ტენდენცია სახეზეა. შეიძლება იყოს რაღაც მცირე, მოკლევადიანი რყევები, მაგრამ მთლიანობაში ვახერხებთ, რომ ეკონომიკური ვითარება სტაბილურია, იმის ხარჯზე, რომ ბიუჯეტი დავაბალანსეთ. ის დიდი დეფიციტი, რაც ბუნებრივად წარმოიქმნა, დავაბალანსეთ საკუთარი რესურსის ეკონომიით და გარე რესურსის სწრაფად მოზიდვით. მონეტარული პოლიტიკის ბერკეტებს ვიყენებთ, სტრუქტურულ რეფორმებს ვაგრძელებთ და ვავითარებთ წარმოებას, ინვესტიციები რომ მოვიზიდოთ 2021წლისთვის“ - განაცხადა ნათია თურნავამ და განმარტა, რომ ეკონომიკის 4%-იანი კლება დაეტყობა საფინანსო ბაზარსაც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system