თავში

ლარის კურსის ცვლილება პანდემიის გავლენით

ლარის კურსის ცვლილება პანდემიის გავლენით
ლარის კურსის ცვლილება პანდემიის გავლენით

2020 წლის მეორე კვარტალში ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი წინა კვარტალთან შედარებით აშშ დოლარის მიმართ 7.3%-ით, ხოლო ევროსთან 7.1%-ით გაუფასურდა. 

ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ-ი) აგვისტოს მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში.

დოკუმენტის მიხედვით, ლარი უმნიშვნელოდ გამყარდა თურქული ლირისა და რუსული რუბლის მიმართ, რამაც შესაბამისად 4.7% და 1.8% შეადგინა. ამავე პერიოდში, ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი კვარტალურად 2.6%-ით, ხოლო წლიურად კი 7.4%- ით გაუფასურდა. 

რაც შეეხება რეალურ გაცვლით კურსს, 2020 წლის მეორე კვარტალში რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი კვარტალურად 2.2%- ით, ხოლო წლიურად კი 4.7%-ით გაუფასურდა/

სებ-ის განმარტებით, სასაქონლო ჯგუფების მიხედვით შესწორებული წონებისა და მომსახურების გათვალისწინებით, ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურება მცირედით უფრო მეტია, ვიდრე მთლიანი ვაჭრობის წონებით. შესწორებული ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი მეორე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით 3.7%-ით, ხოლო წლიურად 8.9%-ით გაუფასურდა (იხ.დიაგრამა 1.5.7). სებ-ის შეფასებით, გაუფასურება ძირითადად განპირობებული იყო, მიმდინარე კრიზისის ფონზე, დოლარის გამყარებით განვითარებადი ქვეყნების ვალუტების მიმართ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system