თავში

ლარიზაცია ზღვრულ დონეს უახლოვდება

ლარიზაცია ზღვრულ დონეს უახლოვდება
ლარიზაცია ზღვრულ დონეს უახლოვდება

ფინანსური ბაზრის მკვლევარი, პროფესორი მიხეილ თოქმაზიშვილი აცხადებს, რომ მთლიან დეპოზიტებში ლარის დეპოზიტების წილი ზღვრულ დონესთან არის მიახლოებული.  მისი თქმით, ასეთი ცვლილება დაკავშირებულია ლარის გაუფასურების დინამიკასთან. მისივე თქმით, ფინანსურ ბაზარზე დიდი პრობლემაა, ამიტომ მთავრობის ჩარევაც აუცილებლია, რომ ეკონომიკური სტიმულირებისთვის სწორი მექანიზმი შემუშავდეს.

,,ლარის წილი დეპოზიტებში 55%-ის დონეზე იყო ლარიზაციის შემოღების პერიოდში, თუმცა როგორც კი კურსმა გაუფასურება გააგრძელა, ეს მაჩვენებელიც შეიცვალა. დეპოზიტებში ლარის 38,61%-იანი მაჩვენებელი, ეს არის ზღვრულ დონესთან მიახლოებული, ზღვარი 35%-ის ფარგლებშია, ამაზე ქვევით ვერ წავა. საქმე ეხება საბრუნავ საშუალებას, რაც სჭირდება მეწარმეებს სხვადასხვა ვალდებულების შესასრულებლად. დეპოზიტებში ლარის წილი მცირდება, როდესაც იცვლება კურსი და გაუფასურებისკენ იხრება, ცხადია, უკეთესია იყოს 50%, მაგრამ ეს მაჩვენებელი არ გვაქვს. მიუხედავად ამისა, არის ისეთი პერიოდიც, როდესაც ლარის წილი 55-70%-ის ფარგლებშიც მერყეობს, მაგრამ ამისთვის სტაბილური მდგომარეობაა საჭირო, როგორც იყო ლარიზაციის პერიოდში, 55%-ის ფარგლებში. ამ პერიოდში პრობლემაა ისიც, რომ კურსთან დაკავშირებული მოლოდინები ნეგატიურია, ასევე ლარის მიმართ ნდობა ძალიან დაბალია, რადგან ლარს ბოლომდე უკვე მთავრობაც არ ენდობა, საზოგადოებრივ განწყობაზე რომ არაფერი ვთქვათ. გარდა ამისა, იმპორტი შემცირდა და მოხმარებაც, რაც ნიშნავს, რომ ცხოვრების ხარისხი გაუარესდა. აქედან გამომდინარე, ლარიზაციის კოეფიციენტზე მეტი ზემოქმედებაა. მნიშვნელოვანია მთავრობის ჩარევაც, რათა ეკონომიკური სტიმულირებისთვის სწორი მექანიზმი შემუშავდეს", - აცხადებს თოქმაზიშვილი report.ge-თან.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის მონაცემებით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი იანვრისათვის 38.61 პროცენტი შეადგინა. პირველი დეკემბერის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.57 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.39 პროცენტული პუნქტით).

დეკემბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.34% შეადგინა,მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 8.31%,ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.01%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.24%,ხოლო ევროს წილმა14.39% შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system