თავში

ლარიზაციის რეგულაციების დროებით შემსუბუქებას რეკომენდირებენ

ლარიზაციის რეგულაციების დროებით შემსუბუქებას რეკომენდირებენ
ლარიზაციის რეგულაციების დროებით შემსუბუქებას რეკომენდირებენ

საბანკო სექტორი ითხოვს შემსუბუქდეს ლარიზაციის პროცესისთვის გადადგმული შეზღუდვები, რაც მოკლევადიან პერიოდში ხელს შეუწყობს ბაზარზე ვალუტის მიწოდებას. ამის შესახებ  საბანკო ასოციაციაში აცხადებენ.

ასოციაციის პრეზიდენტის ალექსანდრე ძნელაძის განმარტებით, მოთხოვნილია 200 ათას ლარიანი ჭერის შემცირება და სავალუტო მოზიდვაზე რეზერვის მოთხოვნის შემსუბუქება.

ძნელაძე ამბობს, რომ რეგულაციების შერბილება, თავის მხრივ, ლარიზაციის პროცესს შეაფერხებს, თუმცა საბანკო სექტორს უფრო მნიშვნელოვან პრობლემებს აარიდებს თავიდან. მისივე განმარტებით, მიუხედავად აქტიური დედოლარიზაციის პოლიტიკისა, ჯერ ლარიზაციის პროცესი სრულად არ განხორციელებულა, მის წარმატებაზე მხოლოდ მაშინ შეიძლება ვისაუბროთ, რაც საბანკო სისტემაში დოლარიზაციის მაჩვენებლები 30%-ს ჩამოსცდება. ძნელაძის განმარტებითვე, ლარიზაციის პროცესს ლარის კურსის გაუფასურებაც მნიშვნელოვნად აზიანებს. 

ცნობისთვის, ლარიზაციის ხელშეწყობის მიზნით, 2017 წლის იანვრიდან საქართველოში ბანკებს 100 ათას ლარამდე სესხების უცხოურ ვალუტაში გაცემა აეკრძალათ. მოგვიანებით, 2019 წლიდან კი ზღვარი 200 ათას ლარამდე გაიზარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system