თავში

ლარში იპოთეკური სესხების პროცენტი7%-მდე შემცირდა

ლარში იპოთეკური სესხების პროცენტი7%-მდე შემცირდა
ლარში იპოთეკური სესხების პროცენტი7%-მდე შემცირდა

მთავრობის მიერ დასუბსიდირდება სესხის საპროცენტო განაკვეთი 4%-ის ოდენობით, რაც დღეის მონაცემებით ნიშნავს, რომ დაახლოებით საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხზე ლარში შემცირდება 7%-მდე და ეს არის ისტორიული მინიმუმი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, სუბსიდია შეეხება ყველა იმ სასესხო ხელშეკრულებას, რომელიც გულისხმობს 200 ათას ლარამდე სესხის აღებას და სესხის სუბსიდირება გაგრძელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან, მოქალაქის მიერ სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში.

„არაერთ სექტორთან, არაერთი კომუნიკაციის შემდეგ ეროვნულ ბანკთან კონსულტაციის შემდეგ შევჯერდით, რომ დღეს დეველოპერული სექტორი დგას შემდეგი გამოწვევების წინაშე. პირველი ეს არის შემცირებული გაყიდვების მოცულობა, მეორე - მშენებლობის დასრულების რისკების ზრდა და ეს ყველა კრიზისისთვის დამახასიათებელია, მესამე- საცხოვრებელი ფასების მერყეობა. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ საცხოვრებელ ბინებზე ფასების მერყეობა ზრდის არა მხოლოდ დეველოპერული სექტორისთვის სირთულეებს, რაც თავის მხრივ გამოწვევაა, არამედ ქვეყნის ფინანსური სისტემის მდგრადობისა და სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანი პრობლემა შეიძლება გახდეს. მეოთხე ეს არის თავად სამშენებლო კომპანიების წვდომა ფინანსებზე. ამ გამოწვევებიდან გამომდინარე, ჩვენ - საქართველოს მთავრობამ, ეროვნულმა ბანკმა, სექტორმა ერთობლივად შევიმუშავეთ სექტორის მხარდაჭერის შემდეგი ღონისძიებები: პირველი - ვთანხმდებით, რომ დღეს მთავარი გამოწვევა სექტორისთვის არის შემცირებული შესყიდვები. იმისთვის, რომ ჩვენ ვუპასუხოთ ამ გამოწვევას, აუცილებელია დეველოპერულ სექტორში მოთხოვნა გავზარდოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ საცხოვრებელი ბინების შესყიდვა უფრო მეტად ხელმისაწვდომი გავხადოთ. ამ ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის საქართველოს მთავრობა განახორციელებს იპოთეკური სესხის პროცენტის სუბსიდირებას. ეს იმას ნიშნავს, რომ იმ ადამიანებისთვის, ვისაც განზრახული აქვს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და ბინის ყიდვა, მნიშვნელოვანი შეთავათები იქნება ხელმისაწვდომი, თუ ისინი წლის ბოლომდე აიღებენ იპოთეკურ სესხებს უძრავი ქონების შესაძენად“, - განაცხადა ლილუაშვილმა და დასძინა, რომ სუბსიდია შეეხება ყველა იმ სასესხო ხელშეკრულებას, რომელიც გულისხმობს 200 ათას ლარამდე სესხის აღებას და სესხის სუბსიდირება გაგრძელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან, მოქალაქის მიერ სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში. 

"მიუხედავად იმისა, რომ სესხის ხანგრძლოვობა 10 ან 15-წიანი იყოს, პირველი 5 წელი არის ის პერიოდი, როდესაც მსესხებელი ყველაზე მეტ საპროცენტო ხარჯს გასწევს. შესაბამისად, სახელმწიფო სწორედ აქ ეხმარება მას, რომ საპროცენტო ხარჯი შუმსუბუქოს და დაეხმაროს“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

დღეს გახდა ცნობილი, რომ მსესხებელს დაუსრულებელი მშენებლობისგან მთავრობა დააზღვევს. 2021 წლიდან ე.წ. Escrow ანგარიშები დაინერგება, რომელიც უზრუნველყოფს მსესხებლების დაზღვევას მშენებლობის დაუსრულებლობისგან. მშენებლობის დასრულების გარანტორი მთამთავრობა ხდება. პროგრის მიხედვით, თუ მშენებელი სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული ფართობის 30%-ს ვერ გაყიდის თავისუფალ ბაზარზე, სახელმწიფო ამ მოცულობის ფართებს შეიძენს და ამ ბინებს დევნილების დასაკმაყოფილებლად გამოიყენებს. პროგრამა, დაახლოებით, 200 მილიონი ლარის ღირებულებისაა.

აპრილში იპოთეკურ სესხებზე მოთხოვნა 3-ჯერ შემცირდა, ბაზარზე მოთხოვნის გაჩენის მიზნით, მთავრობა იპოთეკურ სესხებს ასუბსიდირებს.დღეიდან წლის ბოლომდე აღებულ იპოთეკური სესხების 4 პროცენტს მთავრობა გადაიხდის 5 წლის განმავლობაში. ანუ სუბსიდირება იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4%-ს შეეხება და სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში გაგრძელდება. სუბსიდირება გაიცემა არაუმეტეს 200 000 ლარის ოდენობის იპოთეკურ სესხებზე და მხოლოდ მათ შეეხებათ, ვინც სესხს 2020 წლის 1-ელი ივნისიდან 2021 წლის 1-ელ იანვრამდე აიღებს.

სამშენებლო სექტორის დახმარების გეგმის ბიუჯეტი 434 მლნ ლარია, საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებაზე 70 მილიონი ლარი დაიხარჯება.

პრემიერის თქმით, ქვეყნის შენება უნდა გაგრძელდეს, რისთვისაც მთავრობა ყველაფერს გააკეთებს. მისივე თქმით, სამშენებლო სექტორი დღეს ქვეყანაში ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია და ინდუსტრია დაახლოებით 240 ათას ადამიანს ასაქმებს. კრიზისამდე კი ქვეყნის დოვლათის ანუ ქვეყნის შიდა პროდუქტის 9 %-ს ქმნიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system