თავში

ლარში სესხები გაძვირდა

ლარში სესხები გაძვირდა
ლარში სესხები გაძვირდა

ეროვნული ბანკის ცნობით, 2020 წლის მაისში, წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი მთლიან სესხებზე შეადგენდა 13,6%-ს, რაც 1,5%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 

სებ-ის მონაცემებისთ, ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი კი წლის განმავლობაში 14,8%-დან 16,9%-მდე გაიზარდა. სესხებზე საპროცენტო განაკვეთი ყველაზე მეტად ფიზიკური პირებისთვის ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე გაიზარდა. დროის ამავე პერიოდში, ფიზიკური პირების სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 21,6%-ს, ეს კი გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით 4,5%-ით მეტია.

უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი წლიურ ჭრილში შემცირდა. თუ მიმდინარე მაისში უცხოურ ვალუტაში გაცემულ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთი 6,5%-ზე დაფიქსირდა, გასული წლის იმავე პერიოდში 7,2%-ს შეადგენდა. ეს ეხება ფიზიკურ პირებს. 

რაც შეეხება, იურიდიული პირებისთვის გაცემულ სესხებს, ზრდა აქაც სახეზეა, თუმცა მინიმალური: ლარში გაცემული სესხები 10,6%-დან 12,3%-მდე გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე კი საპროცენტო კანაკვეთი 7,3%-დან 6,8%-მდე შემცირდა. მთლიანად კი უცხოურ ვალუტაში სესხების საპროცენტო განაკვეთი 0,5%-ით შემცირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system