თავში

ლარში სესხები გაიაფდა, უცხოურ ვალუტაში კი გაძვირდა

ლარში სესხები გაიაფდა, უცხოურ ვალუტაში კი გაძვირდა
ლარში სესხები გაიაფდა, უცხოურ ვალუტაში კი გაძვირდა

2020 წლის აგვისტოში საბანკო სესხები წ/წ 12.2%-ით გაიზარდა და 34.5 მლრდ ლარს მიაღწია. 

ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის" ყოველკვირეულ ეკონომიკურ მიმოხილვაში.

დოკუმენტის მიხედვით, ლარში გაცემული სესხების ჯამური თანხა 14.9 მლრდ ლარს (+14.4% წ/წ), ხოლო უცხოურ ვალუტაში დენომინირებული სესხების ჯამური მოცულობა 19.6 მლრდ ლარის ექვივალენტს (+10.4%* წ/წ) გაუტოლდა.

აგვისტოს განმავლობაში ლარსა და უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთებს შორის სხვაობა, წინა თვესთან შედარებით, შემცირდა. განაკვეთმა ლარის სესხებზე თ/თ 0.1 პპ-ით (15.6%- მდე) იკლო, უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე კი თ/თ 0.2 პპ-ით (6.8%-მდე) გაიზარდა. 

სეგმენტების მიხედვით კორპორატიული დაკრედიტების ზრდის ტემპმა შემცირება განაგრძო და, ივლისის წ/წ +19.9%-ის შემდეგ, წ/წ +14.7% შეადგინა, ხოლო MSME დაკრედიტების ზრდის ტემპი შედარებით გაუმჯობესდა და წ/წ 15.2% შეადგინა. 

ივლისის წ/წ 7.5%-თან შედარებით, აგვისტოში ასევე აჩქარდა საცალო სესხების ზრდის ტემპი და წ/წ 8.2%-ით გაიზარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system