თავში

ლარსის საზღვარზე 800-ზე მეტი მანქანა რიგს ელოდება

ლარსის საზღვარზე 800-ზე მეტი მანქანა რიგს ელოდება
ლარსის საზღვარზე 800-ზე მეტი მანქანა რიგს ელოდება

საქართველო-რუსეთის საზღვარზე, გამშვებ პუნქტ ზემო ლასზე ურთულესი მდგომარეობაა - უზარმაზარ რიგში დგას 800-ზე მეტი სატვირთო მანქანა. ამის შესახებ Report. ge-ს რიგში მდგომმა ტვირთის გადამზიდავმა აცნობა. მისი თქმით, შექმნილი სიტუაციის მიზეზია რუსული მხარის მიერ წონის კონტროლის ახალი სისტემა „რუბეჟის“ ამოქმედება. გადამზიდავი გვიხსნის, რომ პროცედურა დროს მოითხოვს. როგორც სატვირთო ავტომობილების მძღოლები ამბობენ, მათი დიდი ნაწილი ამის შესახებ ინფორმირებულები არ იყვნენ.

პრობლემას ართულებს ისიც, რომ სისტემის მიერ დადგენილი წონის გადაჭარბების შემთხვევაში, დგინდება პროტოკოლი, და მძღოლს ეკისრება სოლიდური ჯარიმა, 100 000 რუბლის ოდენობიტ, რაც, დაახლოებით, 800 დოლარს უტოლდება. მძღოლების ნაწილი უარს ამბობს ჯარიმის გადახდაზე.

Report.ge  სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრს დაუკავშირდა. ცენტრის პრეზედენტი პაატა ცაგარეიშვილი გვიხსნის, რომ ლარსის საზღვარზე პრობლემები მუდმივად არის. მიზეზი სხვადასხვაა.

"მთავარი მიზეზი საქართველო-რუსეთის დაძაბული ურთიერთობაა. სულ ბოლოს რუს ტურისტებზე დაწესებული დათქმების გამო მიაწყდა ამ პუნქტს ჭარბი მგზავრთნაკადი. მანამდე ხორბლის ტრანსპორტიორების გრძელი რიგი იდგა მოტხოვნებით. ფაქტია, რომ საზღვარზე თამაშის წესებს უპირატესულად ადგენს რუსული მხარე და საქართველო ხშირად იძულებულია მის ნებას დაჰყვეს. რუსული მხარე დღეში საშუალოდ 180-დან 220 მანქანამდე ატარებს. ესაა მათი მუშაობის საშუალო სიხშირე. იმისათვის, რომ საბაჟომ ნორმალურად იმუშაოს და რიგები არ გაჩნდეს, საჭიროა 400 ავტომობილის გატარება," - გვითხრა სატრანსპორტო საკითხების ექსპერტმა, პაატა ცაგარეიშვილმა.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, რამდენიმე კილომეტრიანი საცობის მიზეზი მომატებული ტვირთბრუნვაა, რომელსაც რუსეთის საბაჟო სწრაფად ვერ ატარებს.

ცნობისთვის, "ყაზბეგი–ზემო ლარსი" ამჟამად საქართველოსა და რუსეთის სახმელეთო საზღვარზე ერთადერთი მოქმედი საკონტროლო-გამშვები პუნქტია. ის ძალზე მნიშვნელოვანია სომხეთისთვის, რომელსაც რუსეთთან საერთო საზღვარი არ აქვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system