თავში

ლართან ერთად, ინფლაციაც რეკორდულ ნიშნულს უახლოვდება

ლართან ერთად, ინფლაციაც რეკორდულ ნიშნულს უახლოვდება
ლართან ერთად, ინფლაციაც რეკორდულ ნიშნულს უახლოვდება

სპეციალისტების შეფასებით, წელს მოსალოდნელია მაღალი ინფლაცია, რის ნიშნებიც წინა თვეშიც გამოჩნდა. ამის შესახებ ეკონომისტი გივი მომცელიძე საუბრობს. მისი თქმით, შიძლება, ორნიშნა მაჩვენებელი არ დაფიქსირდეს, მაგრამ ინფლაცია შარშანდელ დონეს ბევრად გადააჭარბებს. ეს, მაშინ, როცა ჯერ კიდევ თებერვალში ჯერ კიდევ ეროვნული ბანკის (სებ) პრეზიდენტი აცხადებდა, რომ 2021 წელს ინფლაციის მაჩვენებელი ქვეყანაში საშუალოდ 4%-ის დონეზე შენარჩუნდება.

სპეციალისტების ვარაუდით, ინფლაციური პროცესების მოთოკვა სებ-ს რეალურად გაუჭირდება, რადგან ფასები გეომეტრიული სისწრაფით მატულობს და ამ ტენდენციის შეჩერება ლარის გაუფასურების ფონზე ვერ ხერდება.

,,ინფლაციასთან დაკავშირებით პროგნოზი აშკარად პესიმისტურია. მართალია, ლარი ოდნავ გამყარდა ბოლო 2 დღეში, მაგრამ ეს მხოლოდ ინტერვენციების მეშვეობით, ხოლო ვხედავთ, რომ სისტემატურად ინტერვენციებს ვერ მიმართავს ეროვნული ბანკი, როგორც ამას 2020 წელს ჰქონდა ადგილი. შესაბამისად, უახლოეს მომავალში ფასების კიდევ უფრო მეტად ზრდაა მოსალოდნელი. ლარის კურსი 3.40-ს აჭარბებს, რაც ნიშნავს, რომ მთელი წელი მაღალი ინფლაცია გვექნება. გადამწყვეტი იქნება, როგორ ჩაერევა ეროვნული ბანკი, რომელიც ინფლაციაზე პასუხისმგებელია, მაგრამ კარგს არაფერს ველოდები. მიმდინარე ფასებზე საგარეო ფაქტორებიც ძალიან მოქმედებს. მაგალითად, ზეთისა და შაქრის გაძვირება, ასევე საწვავის ღირებულების მატება. ახლა ყველაზე მძიმე პერიოდი მოსახლეობისთვის, მაღალი ინფლაციის და ლარის გაუფასურების პირობებში ბიზნესს და მოქალაქეებსაც ძალიან გაუჭირდებათ”, - ამბობს გივი მომცელიძე. 

ანალიტიკოსი ნიკა შენგელია ფიქრობს, რომ ლარის კურსი და ინფლაცია აძლიერებენ ნეგატიურ მოლოდინებს და არასტაბილურობის განცდას. ერთადერთი, რაც შეიძლება ამ დროს ერვნულმა ბანკმა გააკეთოს, რეფინანსირების განაკვეთის ზრდაა. ანალიტიკოსის ვარაუდით, სებ-ს მოუწევს ამ ნაბიჯის გადადგმა, რაც სესხებსა და ფასებზე იმოქმედებს.

,,მაღალი ინფლაცია და ველოდებით, რომ წლის განმავლობაში კიდევ გაიზრდება. ეს საბოლოოდ უარყოფით პროცესებს გამოიწვევს, პირველ რიგში, რეფინანსირების განაკვეთის ზრდას, რადგან მოსალოდნელია მონეტარული პოლიტიკა 9,5%-მდეც გაძვირდეს. ეს იქნება ძალიან ნეგატიური შედეგის მომტანი გადაწყვეტილება, რომელიც კიდევ უფრო გაუძვირებს სესხს ბიზნესს და გარკვეულწილად ესეც იმოქმედებს ფასებზე. მძიმე მდგომარეობაშია ხალხი, პროდუქტის ყიდვა ისედაც უჭირთ და მომავალში მეტი პრობლემა შეექმნებათ. ამიტომ ვამბობდი ასე დაჟინებით, რომ ინტერვენციები უნდა დაჩქარდეს, ახლა უკვე დაგვიანებულია, ვინაიდან კურსიც და ინფლაციაც შორს წავიდა, ფსიქოლოგიური ფაქტორია ჩართული", - აცხადებს ნიკა შენგელია report.ge-თან.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.4363 ლარი ღირს. 1 ევროს შეძენა კი 4.1115 ლარად არის შესაძლებელი.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.4283 ლარად ივაჭრება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system