თავში

ლათინოამერიკის ქვეყნებში 41 მილიონ ადამიანს უმუშევრობა ემუქრება

ლათინოამერიკის ქვეყნებში 41 მილიონ ადამიანს უმუშევრობა ემუქრება
ლათინოამერიკის ქვეყნებში 41 მილიონ ადამიანს უმუშევრობა ემუქრება

კორონავირუსის გამო, ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის რეგიონის ქვეყნებში 41 მილიონი ადამიანი შესაძლოა, უმუშევარი დარჩეს

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდა და დაწესებული რეგულაციები რეგიონში უმუშევრობის დონეს 4-5%-ით გაზრდის, რაც უსამსახუროდ დარჩენილ 41 მილიონ ადამიანს ნიშნავს.

ყველაზე დიდი საფრთხე სასტუმროებში, სარესტორნო და მომსახურების სექტორში დასაქმებულ პირებს ემუქრებათ. უმუშევრობა ემუქრებათ მცირე ბიზნესში ჩართულ პირებსაც.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის დასაწყისამდე ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის ქვეყნებში უმუშევრობა 8.1%-ს შეადგენდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system