თავში

ლატვიაში ქართული ღვინის სარეკლამო კამპანია დაიწყო

ლატვიაში ქართული ღვინის სარეკლამო კამპანია დაიწყო
ლატვიაში ქართული ღვინის სარეკლამო კამპანია დაიწყო

„დააგემოვნე საუკეთესო ქართული ღვინოები“ - ამ სახელწოდებით, ქართული ღვინის სარეკლამო კამპანია ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ლატვიაში დაიწყო.

კამპანიის ფარგლებში, ქართული ღვინის დეგუსტაცია ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაიმართა.

ზემოთ აღნიშნული აქტიობები ლატვიაში ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია "TRIBE INTERNATIONAL’ ორგანიზებით ხორციელდება. 

"ბალტიისპირეთის ქვეყნები ქართული ღვინის პრიორიტეტული საექსპორტო ბაზარია. მიმდინარე წლის 5 თვის მონაცემებით, საქართველოდან ლატვიაში 621 ათასი ბოთლია ექსპორტირებული, ზრდა 7%-ს აღწევს. მსგავსი ციფრული ფორმატის მარკეტინგული ღონისძიებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Covid-19-ის ვირუსის მსოფლიო პანდემიის ფონზე, რომელმაც მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, ქართული ღვინის ინდუსტრიაც დააზარალა: შემცირდა ექსპორტის რაოდენობა, ხოლო ტურიზმის სექტორში შექმნილმა მდგომარეობამ, მკვეთრად შეამცირა ღვინის შიდა გაყიდვები. შექმნილი ვითარებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, მთავრობის მხარდაჭერით, სტრატეგიულ ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია ახალი ონლაინ პლატფორმებისა და ციფრული მარკეტინგის გამოყენებით მიმდინარეობს," - აღნიშნავენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში. 

ქართული ღვინის წარდგენას, ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეა მაისურაძე დაესწრო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system