თავში

ლევან ახვლედიანი: დარწმუნებული ვარ, "მერიდიანი" შემოტრიალდება

ლევან ახვლედიანი: დარწმუნებული ვარ, მერიდიანი შემოტრიალდება
ლევან ახვლედიანი: დარწმუნებული ვარ, მერიდიანი შემოტრიალდება

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წარმომადგენლები დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილს ხვდებიან.„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დირექტორი ლევან ახვლედიანი აცხადებს, რომ „მერიდიან კაპიტალს“ აქვს მყარი ინტერესი ანაკლიის პორტის პროექტის მიმართ, ასევე აბსოლუტურად აცნობიერებს, რა გამოწვევების წინაშე დგას პროექტი. ამის შესახებ ლევან ახვლედიანმა ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა.

„სამწუხაროა, რომ „მერიდიან კაპიტალმა“ გაიტანა თავისი ინტერესი. ვფიქრობ, მათ ფორმალურად გაიტანეს ეს ინტერესი. რაც თქვა მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა სწორია, ოფიციალური ვერსიაა, რომ მათ არ აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ მონაწილეობა, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, ეს ასე არ არის. მათ აქვთ ძალიან მყარი ინტერესი პროექტის მიმართ. ძალიან დიდი დრო დახარჯეს ამ პროექტის შესწავლაში. აბსოლუტურად აცნობიერებენ, რა გამოწვევების წინ დგას ეს პროექტი. ყველა საჭირო მოთხოვნილი საბუთი შეიტანეს ნებართვის ასაღებად. ვფიქრობ, თუ მთავრობა გამოუცხადებს მათ მხარდაჭერას, მოიწვევს კიდევ ერთხელ შეხვედრაზე, გამოუცხადებს, რომ მიესალმებიან მათ, დარწმუნებული ვარ, „მერიდიანიც“ შემოტრიალდება. ვფიქრობ, უფრო მეტი უნდა გაკეთდეს, რომ ასეთი ინვესტორები ხელიდან არ გავუშვათ“, – განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 29 ოქტომბერს გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, „მერიდიან კაპიტალმა“ (Meridian Capital NL B.V) დაადასტურა, რომ მოცემულ ეტაპზე არ გააჩნია ანაკლიის პორტის პროექტში ინვესტორის სახით მონაწილეობის შესაძლებლობა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system