თავში

ლევან დავითაშვილი: ჩვენ ძალიან სწრაფად ვიმოქმედეთ

ლევან დავითაშვილი: ჩვენ ძალიან სწრაფად ვიმოქმედეთ
ლევან დავითაშვილი: ჩვენ ძალიან სწრაფად ვიმოქმედეთ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი იწონებს ეკონომიკის სამინისტროს ოპერატიულ მუშაობას და მადლობას უხდის იმ მყისიერი ღონისძიებებისთვის, რის შედეგადაც ადგილობრივმა აგრწოწარმოებამ გააგრძელა პირველადი საჭიროების პროდუქტების წარმოება. 

მინისტრი ამბობს, რომ პანდემიამ ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა ფერმერები, სოფლის მეურნეობა და მთლიანად ეკონომიკა.

„ახალი გამოწვევები ასეთია - დღეს ბევრ ქვეყანაში სასურსათო ჯაჭვში ხდება წყვეტები, ეს უკავშირდება პირველადი მოხმარების საქონელს, როგორც სასურსათოს, ისე არასასურსათოს, მათ შორის, სამედიცინოს. აღნიშნულ საკითხზე გაეროს ჰქონდა სპეციალური კვლევა. ჩვენ ძალიან სწრაფად ვიმოქმედეთ; ეკონომიკის სამინისტრომ ძალიან ოპერატიულად იმუშავა და მინდა მადლობა გადავუხადო მყისიერი ღონისძიებებისთვის ბიზნესსექტორთან ურთიერთობის კუთხით. ბევრმა ბიზნესმა საქართველოში შეძლო ისეთი პირველადი საჭიროების პროდუქტების წარმოება, რომელსაც ადრე არ ვაწარმოებდით, მაგრამ კრიტიკულად აუცილებელი შეიქმნა საგანგებო პირობებში. სოფლის მეურნეობის დარგი მყისიერად, ერთ დღეში ვერ შეძლებს ადაპტაციას, მას სჭირდება გარკვეული დრო სპეციფიკიდან გამომდინარე, მაგრამ ჩვენ განვახორციელებთ პირველადი საჭიროებების წარმოებების მხარდაჭერას და წახალისებას“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა,

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system