თავში

ლევან დავითაშვილი: გარემოსდაცვით ვალდებულებებზე ბიზნესი საქმის კურსშია

ლევან დავითაშვილი: გარემოსდაცვით ვალდებულებებზე ბიზნესი საქმის კურსშია
ლევან დავითაშვილი: გარემოსდაცვით ვალდებულებებზე ბიზნესი საქმის კურსშია

"ბიზნესი საქმის კურსშია," - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა რუსთავის ჰაერის ხარისხის მართვის გეგმასთან დაკავშირებით განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, ხელისუფლებას გეგმის შემუშავების პროცეში მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდა ბიზნესთან სხვადასხვა ფორმატში, როგორც ბიზნესომბუდსმენის მეშვეობით, ასევე პირდაპირ ბიზნესასოციაციებთან.

„ჩვენ გვქონდა ძალიან ბევრი შეხვედრა და გადაწყვეტილება ერთ დღეში არ მიგვიღია. გაიმართა კონსულტაციები, მუდმივი კომუნიკაცია გვქონდა ბიზნესთან სხვადასხვა ფორმატში - როგორც ბიზნესომბუდსმენის მეშვეობით, ასევე პირდაპირ ბიზნეს-ასოციაციებთან. ასე რომ, ბიზნესი საქმის კურსშია. რა თქმა უნდა, ეს არის დამატებითი ხარჯი, თუმცა ჩვენ ვადებზეც ვიყავით შეჯერებულები. ამის შესახებ ბიზნესმა 2020 წლის დასაწყისიდან იცოდა. გადაწყვეტილება მომავალი წლის ზაფხულიდან ამოქმედდება. რაც შეეხება ღირებულებას, ეს დამოკიდებულია ტექნოლოგიებზე. მსხვილი სამრეწველო კომპანიების შემთხვევაში, მაგალითად, ფილტრი შეიძლება ღირდეს 100 000 დოლარი ან უფრო მეტიც. თუმცა მსხვილი ინდუსტრიის ოპერირება პასუხისმგებლიანი უნდა იყოს“, - განაცხადა დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, მთავრობამ რუსთავში ჰაერის ხარისხის მართვის გეგმა დაამტკიცა. ჰაერის ხარისხის მდგომარეობასთან დაკავშირებით რუსთავის ყველა საწარმოში 2019 წელს საფუძვლიანი მონიტორინგი ჩატარდა. გეგმის შედგენაში კი ევროკავშირის ექსპერტებიც მონაწილეობდნენ. ჰაერის ხარისხის მართვის გეგმის ბიუჯეტი 62 მლნ ლარს აღემატება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system