თავში

ლევან დავითაშვილი: მალე დასრულდება მუშაობა მიწის რეფორმაზე

ლევან დავითაშვილი: მალე დასრულდება მუშაობა მიწის რეფორმაზე
ლევან დავითაშვილი: მალე დასრულდება მუშაობა მიწის რეფორმაზე

"ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ტყის მდგრადი მართვის უზრუნველყოფისთვის," - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად მძიმე მემკვიდრეობისა, ბოლო წლების განმავლობაში სახელმწოფოსა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, როგორც სოფლის მეურნეობის, ისე გარემოს დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი წინსვლა და პოზიტიური შედეგები არსებობს.

ტყესა და ტყის რესურსს საქართველოსთვის განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ეკონომიკური, ისე ეკოლოგიური თვალსაზრისით. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ტყის მდგრადი მართვის უზრუნველყოფისთვის. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) აქტიური მხარდაჭერით შევიმუშავეთ ტყის ახალი კოდექსის კანონპროექტი, რომელიც ტყის მდგრადი მართვის პრინციპების შესაბამისად, ქმნის სამართლებრივ საფუძველს ტყის მართვის პრაქტიკის მოდერნიზებისთვის. ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები ტყის აღდგენა-გაშენების, განახლების და ტყითსარგებლობის კუთხით. საერთაშორისო ვალდებულების შესაბამისად, აქტიურად ვმუშაობთ კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაციის, სასათბურე აირების ემისიების შემცირებაზე. მნიშვნელოვანი ღონისძიებები ხორციელდება სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების ხელშეწყობისთვის. აქტიური მუშაობა მიმდინარეობს სოფლად ადგილობრივი თემების განვითარების და ექსტენციის სამსახურების გაძლიერების მიმართულებით. მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა მელიორაციის კუთხით. მალე დასრულდება მუშაობა მიწის რეფორმაზე. შემუშავდა მიწასთან დაკავშირებული კანონმდებლობა. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ გვაქვს გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმა როგორც სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების, ისე გარემოს დაცვის მიმართულებით და ვფიქრობ, დონორების მხარდაჭერით, შედეგები კიდევ უფრო ხელშესახები და მასშტაბური იქნება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system