თავში

ლევან დავითაშვილი: პური არ გაძვირდება

ლევან დავითაშვილი: პური არ გაძვირდება
ლევან დავითაშვილი: პური არ გაძვირდება

„ამ მომენტში ჩვენ სრულად ვაკონტოლებთ ფასს პურზე. ესაა ყველაზე მგრძნობიარე კატეგორია და მოსახლეობას სრული პასუხისმგებლობით მინდა განვუცხადო, რომ არ ველოდებით ფასების ზრდას, მიუხედავად იმისა, რომ დიდი წნეხია," - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით ქვეყანაში საკმარისია ხორბლის მარაგები, რაც გაძვირებული იმპორტის პირობებში ფასის დაჭერის შესაზლებლობას იძლევა.

"100 ათას ტოანაზე მეტია ინდუსტრიული მარაგები წისქვილებში და ამას ემატება ფერმერების ადგილობრივი წარმოება, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ ფქვილის ფასი იყოს სტაბილური და არ ჰქონდეთ მეპურეებს პურის გაძვირების წინაპირობა," - ამბობს მინისტრი და დასძენს, რომ ხვალ, 30 სექტემბერს ის მეპურეებს და მეხორბლეებს ხვდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system