თავში

ლევან დავითაშვილს დღეს პარლამენტში ელოდებიან

ლევან დავითაშვილს დღეს პარლამენტში ელოდებიან
ლევან დავითაშვილს დღეს პარლამენტში ელოდებიან

დღეს, 18 მარტს, პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს მოუსმენენ.

ბიუროს მიერ დამტკიცებული „მინისტრის საათის“ კალენდრის მიხედვით, მიმდინარე კვირის პლენარულ სხდომაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ჩხენკელისთვის უნდა მოესმინათ. იმის გამო, რომ აღნიშნული სამინისტრო გაიყო და ახალი სამინისტრო შეიქმნა, მინისტრმა პარლამენტის მისი მოსმენის გადაწევის თხოვნით მიმართა.

რა საკითხებზე ისაუბრებს ლევან დავითაშვილი ცნობილი არ არის, თუმცა, გუშინ, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, ბიუროს სხდომაზე განაცხადა, მინისტრს სოფლად საგაზაფხულო სამუშაოებთან დაკავშირებით, გარემოს დაცვით საკითხებსა  და ეკონომიკის აღდგენასთან დაკავშირებულ თემებზე მოუწევს საუბარი. 

შეგახსენებთ, "მინისტრის საათი" წელიწადში ერთხელ, მთავრობის ცალკეული წევრების პლენარულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამის შესრულების თაობაზე მოხსენებით გამოსვლას გულისხმობს.

რა განრიგით მოუსმენენ პარლამენტში ეკონომიკური გუნდის მინისტრებს, ნახეთ აქ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system