თავში

ლევან გოგიჩაიშვილი: ყველა კომპანიას არ უნდა დავეხმაროთ

ლევან გოგიჩაიშვილი: ყველა კომპანიას არ უნდა დავეხმაროთ
ლევან გოგიჩაიშვილი: ყველა კომპანიას არ უნდა დავეხმაროთ

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რესურსებს ნუ გავატანთ ისეთ კომპანიებს, რომელთაც არანაირი კრიზისი არ შეხებია, - ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე „საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების განხილვისას განაცხადა.

მისი თქმით, არის კომპანიები, რომელთაც პანდემიის პირობებში კრიზისი არ შეხებია და ზარალი არ ჰქონიათ, შესაბამისად, სახელმწიფო ასეთ კომპანიებს არ უნდა დაეხმაროს და ის რესურსი, რაც მათი დახმარებისთვის უნდა გამოიყოს, იმ კომპანიებს გადაუნაწილონ, რომელთაც კრიზისი რეალურად შეეხოთ.

„ხომ ვიცით რა დარგებია ეს ? ონლაინ კაზინოებს კრიზისი მიადგა ? - არ მიადგა, თქვენ თვითონაც იცით, რომ 30%-მდეა მოხმარება გაზრდილი. საკომუნიკაციო კომპანიებმა კრიზისი ნახეს? - არ უნახავთ იმიტომ, რომ მოხმარება იყო გაზრდილი. სააფთიაქო ქსელებს ჰქონდათ კრიზისი ? - ვფიქრობ, შეიძლება არ ჰქონოდათ. რათა დავრწმუნდეთ, რომ არ ჰქონდათ, მათ თავიანთი მონაცემები გამოაქვეყნონ. გარკვეულ იმპორტირებულ პროდუქტებზე, რომლებზეც ისედაც სუბსიდირება გავწიეთ ჰქონდათ კრიზისი ? - არ ჰქონიათ. დიდ პურის საცხობებს ჰქონდათ კრიზისი ? - თუ ჰქონდათ დავეხმაროთ, თუ არადა ეს ადამიანებიც გავხადოთ სოლიდარულები იმიტომ, რომ ყველა რაღაცას ითხოვს ამ ქვეყნისგან და თვითონ არაფერს არ გასცემს. იმ ნაწილში გეთანხმებით, რომ კომპანიებს, რომელთაც ჰქონდათ ზარალი, კი ბატონო, მხარს უჭერთ, მაგრამ არის კომპანიები, რომლებსაც არანაირ ზარალი არ უნახავთ. რაც ამ ადამიანებისგან ვიცით, სულ რაღაცა მიაქვთ ამ ქვეყნისგან, სულ რაღაცას ჯიჯგნიან, სულ რაღაცას აცლიან, სულ რაღაცას ცმუცნიან. ისე გავაკეთოთ, რომ ისინიც იმ სოლიდარული აქტის ნაწილიც გავხადოთ და ის რესურსი, რაც მათ უნდა წაიღონ, რომელიც არ სჭირდებათ, გადავუნაწილოთ იმ კომპანიებს, რომლებსაც სჭირდებათ. ამას გთხოვთ, რომ გადაწყვეტილებები ანალიტიკურ საფუძველზე მიიღოთ და არა პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system