თავში

ლევან კობერიძე: ხელისუფლებამ ანაკლიის პორტი მოკლა

ლევან კობერიძე: ხელისუფლებამ ანაკლიის პორტი მოკლა
ლევან კობერიძე: ხელისუფლებამ ანაკლიის პორტი მოკლა

“2021 წლის ბიუჯეტის ეკონომიკურ ხედვაში ანაკლიის პროექტი არც კი განიხილება,”- ამის შესახებ “ლელოს” საქართველოს ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან კობერიძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ ქვეყნის 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვის შემდეგ ისაუბრა.

სხდომაზე ეკონომიკის კომიტეტის პირველმა მოადგილემ ლევან კობერიძეს საქართველოსთვის ანაკლიის პორტის მნიშვნელობა დაუდასტურა, თუმცა კობერიძე მიიჩნევს, რომ მთავრობის მიერ ანაკლიის თემა უგულებელყოფილია, რაც იმით გამოიხატება, რომ ხელისუფლება ამ მიმართულებით ინვესტორებთან მოლაპარაკებას არ აწარმოებს.

“ბიუჯეტში ანაკლიის პორტზე მხოლოდ 1.5 მლ ნ. ლარია გათვლილი, რომელსაც რა მიმართულებით, დახარჯავენ უცნობია. სხდომაზე მთავრობას ჰქონდა შანსი ბიუჯეტის განხილვა არ ყოფილიყო მხოლოდ კონკრეტულ ციფრებსა და საბიუჯეტო პარამეტრებზე ხაზგასმა. რადგან კარგი იქნებოდა, კრიზისი, რომელშიც ვართ, გვემსჯელა და ამის ინიციატივა თავად გამოეჩინათ, რადგან ოპოზიციის ინიციატივებს არ იღებენ ყურად. ამ მსჯელობით ერთად ვნახავდით გამოსავალს, თუნდაც ისეთ მნიშვნელოვან პროექტზე, როგორიც ანაკლიაა და რომელიც ათასობით სამუშაო ადგილს შექმნიდა ქვეყნაში. თუმცა, მათი განცხადებებით და ბიუჯეტით ნათლად დავინახეთ, რომ ანაკლიის პროექტის განხორციელებას მთავრობა არ აპირებს, ამ დროს კი ინვესტორებთანაც არ აწარმოებენ მოლაპარაკებას. იმით რომ სახელმწიფოს არ აქვს ანაკლიასთან დაკავშირებული ხედვა ანაკლიაზე, იმედს უკლავს როგორც სამეგრელოს მთლიან მხარეს ასევე აფხაზებს, რომლებიც ელოდებოდნენ და კითხულობდნენ რა გზით შეეძლოთ გადმოსვლა სამუშაოდ, რაც გარკვეული ხიდი იქნებოდა ჩვენს შორის. ხელისუფლება მოსახლეობას სთავაზობს სიღარიბის პოლიტიკას და არა განვითარებასა და წინსვლას,” - აცხადებს კობერიძე.

“ლელოს” ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, განწყობები, რომელიც სხდომაზე უნდა წარმოგვედგინა, იქნებოდა შემდეგი ასახვა ქვეყნის ეკონომიკაზე. რადგან ეკონომიკა არის განწყობები და არა ზუსტი მეცნიერება.

“ბიუჯეტი უნდა იყოს ასახვა მიღებული გადაწყვეტილებების და ხედვების, რაც, სამწუხაროდ, არ ხდება. ანაკლია არ არის ბიუჯეტში ასახული - პორტი, რომელიც ქვეყნის მთავარი ძალა და ლოკომოტივია, რაც ქმნის შესაბამის განწყობას და მომენტალურად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე და მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზეც. ხელისუფლება ანაკლიის პორტს ეკონომიკის ხედვიდან იღებს და აგდებს. ეს არის პროექტი, რომელმაც უნდა შექმნას სამუშაო ადგილი და მოიზიდოს ფინანსები. ალბათ ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ ეს მართლაც უმნიშვნელოვანესი პროექტი არ არის საჭირო,”- აცხადებს ლევან კობერიძე.

ცნობისთვის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი ანაკლიის პორტის განხორციელებაში ვერანაირ პრობლემას ხედავს, თუკი პროექტით ინვესტორები დაინტერესდებიან. მეზურნიშვილმა ფოთის პორტის პროექტის მაგალითი მოიყვანა და დასძინა, რომ აქ ამერიკულ ინვესტიციას არანაირი წინაღობა არ შექმნია. ასე მოხდება ანაკლიის პორტის შემთხვევაშიც.

მთავრობა ახალ ტენდერს ანაკლიის პორტის პროექტისთვის, სავარაუდოდ, მომდევნო წლის მეორე ნახევარში გამოაცხადებს, მანამდე კი სატენდერო დოკუმენტაცია უნდა გადაიხედოს. ეკონომიკის მინისტრი იმედოვნებს, ანაკლიის პორტით ამერიკელი ინვესტორები დაინტერესდებიან.

ცნობისთვის, ფოთის პორტის გაღრმაწყლოვნება იგეგმება. ეკონომიკის მინისტრის, თურნავას თქმით, საქართველო ფოთის პორტსაც განავითარებს და ანაკლიის პორტსაც ააშენებს.

ორი რღმაწყლოვანი იდეის მხარდამჭერია პრემიერ-მინისტრი გახარიაც. მისი თქმით, ფოთის პორტი ანაკლიის პორტის კონკურენტი და ჩამნაცვლებელი ვერ იქნება და მთავრობა, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ორივე პორტის განვითარებაზე იზრუნებს.

2020-25 წლებში საქართველოში დაგეგმილ $20-25 მლრდ საინვესტიციო პროექტებში ანაკლიის პორტის პროექტიც შეტანილია და მასზე 1.7 მილიარდია გათვალისწინებული.

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას, განმარტებით, ანაკლიის პორტი საქართველოს კონსტიტუციაში გაწერილი პროექტია, რითაც დასტურდება, რომ ის მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს, შესაბამისად, თურნავას თქმით, ოცნების ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს ეს პროექტი განხორციელდეს ისე, როგორც ეს აწობს საქართველოს.

ეკონომიკის მინისტრი აღიარებს, რომ ღრმაწყლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა ძალიან დაგვიანდა და მთავრობა გეგმავს საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებვის ტემპი დააჩქაროს. მისივე თქმით, დაგეგმილია შავ ზღვაზე ნებისმიერი თანამედროვე ტიპის პორტი გახდეს ღრმაწყლოვანი. თურნავას განმარტებით, ღრმაწყლოვანი არის ნებისმიერი პორტი, სადაც აკვატორიის სიღრმე არის 10 მეტრზე მეტი და ეს ფოთში სავსებით შესაძლებელია.

ცნობისთვის, ანაკლიის პორტი ანაკლიის განვითარების კონსორციუმს უნდა აეშენებინა. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება და პირველი გემების მიღება 2020 წლის ბოლოსკენ იგეგმებოდა, თუმცა საქართველოს მთავრობამ ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ხელშეკრულება მიმდინარე წლის 9 იანვარს შეუწყვიტა და პორტის ასაშენებლად ახალი ინვესტორისძებნა დაიწყო.

გუშინ ანაკლიის კონსორციუმმა მეორედ გამოთქვა მზაობა გააგრძელოს ანაკლიის პორტის მშენებლობა.

შეგახსენებთ, კონსორციუმმა საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავა დაიწყო. "ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" და ერთ-ერთმა მთავარმა ინვესტორმა შეიტანეს საარბიტრაჟო სარჩელები საქართველოს წინააღმდეგ. ისინი ანაკლიის პორტის პროექტში უფლებების დარღვევისთვის ერთ მლრდ აშშ დოლარს მოითხოვენ.

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, საქართველოს შესაძლოა სხვა ინვესტორებმაც უჩივლონ.

კონსორციუმში უკანონოს უწოდებენ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლითაც მათთან ხელშეკრულება ოფიციალურად შეწყდა.

სახელისუფლებო გუნდის წევრები ამბობენ, რომ ანაკლიის პორტის პროექტი აუცილებლად განხორციელდება, თუნდაც ევროპული ინვესტიციით. მათი თქმით, პროვოკაციული დავა საქართველოს საინვესტიციო იმიჯს ვერ დააზიანებს და რომ კონსორციუმის დავა საქართველოს ხელისუფლებასთან წინასწარ განწირულია.

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ კონსორციუმის დავას არანაირი სამართლებრივი პერსპექტივა არ გააჩნია. დავა წინასწარ განწირულია პირველი ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის აზრითაც , თუმცა მისი თქმით, ერთადერთი ზარალი, რაც ამ დავით შეიძლება სახელმწიფომ ნახოს, არის ის, რომ საარბიტრაჟო პროცესი ანაკლიის პორტისთვის ახალი ინვესტორის მოძიებას დააყოვნებს.

ოპოზიცია კი დარწმუნებულია, რომ საარბიტრაჟი დავა საქართველოს საინვესტიციო იმიჯს გაუფუჭებს. მათი თქმით, ანაკლიის პროექტის ჩაგდებით, საქართველო მიიღებს უზარმაზარ რეპუტაციულ ზიანს.

თავად ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლას ივანიშვილის ინტერესებს უკავშირებს.

ოპოზიცია ხელისუფლებას ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის გაჭიანურებასა და ხელოვნურ დაპაუზებაში ადანაშაულებს. ეს ეჭვი გამოთქვა მერიკის შეერთებული შტატების არმიის ევროპული სარდლობის ყოფილმა მეთაურმა, გადამდგარმა გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმაც. მისი თქმით, საქართველომ რუსეთის მთავრობის ზეწოლით შეაჩერა ანაკლიის პროექტის განვითარება.

ანაკლიის პორტის გარშემო განვითარებული მოვლენები, მოსაზრებები, შეფასებები, ეჭვები, მტკიცებულებები, ბრალდებები, პასუხები და ყველა სხვა დეტალი, იხილეთ აქ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system