თავში

ლევან კობერიძე რქაწითელის ფასით უკმაყოფილოა

ლევან კობერიძე რქაწითელის ფასით უკმაყოფილოა
ლევან კობერიძე რქაწითელის  ფასით უკმაყოფილოა

ლევან კობერიძე თვლის, რომ საქართველოში რქაწითელი არა 70 თეთრი, არამედ 1,50 ლარი უნდა ღირდეს.  პლენარულ სხდომაზე დღეს დეპუტატმა ლევან კობერიძემ კახეთში რთველის დასრულებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ქვეყანაში დაახლოებით 60-80 მლნ ლიტრი ჩამოსასხმელი ღვინო იყიდება რესტორნებში და რქაწითელის ღვინო რესტორნების უმეტესობაში ფალსიფიცირებულია.

,,მოვითხოვ მის შემოწმებას, რადგან თუ შემოწმდება, გლეხს ყურძენს ხელიდან წაართმევენ და რქაწითელი უფრო დაფასდება! ამას უნდა მიხედოს დღეს ხელისუფლებეამ და არა 60 მლნ ლარის გამოყოფას სუბსიდირების სახით რქაწითელის ყურძნის შესასყიდად”, – აცხადებს ლევან კობერიძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system