თავში

Libra-ს შესაძლოა ახალი ევროპული კრიპტო ვალუტა დაუპირისპირდეს

Libra-ს შესაძლოა ახალი ევროპული კრიპტო ვალუტა დაუპირისპირდეს
Libra-ს შესაძლოა ახალი ევროპული კრიპტო ვალუტა დაუპირისპირდეს

უკვე ცნობილია, რომ საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი Libra-ს წინააღმდეგია. მისი განცხადებით, აღნიშნული სერვისის ევროკავშირში დანერგვა ყოვლად მიუღებელია. სავარაუდოდ, ევროკავშირის ქვეყნები ვეღარ გააკონტროლებენ ფულად მასებს, რასაც ფინანსური არასტაბილურობა მოყვება. 

შეგახსენებთ, რომ Libra ახალი საერთაშორისო ვალუტაა, რომლით სარგებლობაც ნებისმიერ ადამიანს საბანკო ანგარიშის გარეშეც კი შეეძლება. მიუხედავად იმისა, რომ facebook-ის შექმნილ კრიპტოვალუტას ფინანსურ საფრთხედ აფასებს, საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა, ბრუნო ლე მეირმა ასევე განაცხადა, რომ ევროპამ უნდა განიხილოს საკუთარი ციფრული ვალუტის შექმნა, რომელმაც შესაძლოა, Facebook–ის კრიპტოვალუტას კონკურენცია გაუწიოს. ჰელსინკში, ევროკავშირის ფინანსთა მინისტრების შეხვედრაზე, ბრუნო ლე მეირმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იგი სერიოზულად განიხილავს, ევროპული საჯარო ციფრული ვალუტის პოტენციალს. ამ საკითხთან დაკავშირებით კი, მას კოლეგებთან ოქტომბერში ექნება შეხვედრა. 

ბრუნო ლე მეირმა კიდევ გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ შემოთავაზებულმა Libra-მ შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას მომხმარებლებს, ფინანსურ სტაბილურობას და თუნდაც ევროპული სახელმწიფოების სუვერენიტეტს.

ცნობისთვის, გერმანიაც არ აპირებს ხელი შეუწყოს Facebook-ის ვირტუალურ ვალუტას, ევროკავშირში.

შეგახსენებთ, რომ ევროპის საბანკო ორგანიზაცია, რომლის ფუნქციაც არის ფინანსურუი ბაზრის რეგულირება, კრიპტოვალუტის კვლევის რეკომენდაციას იძლევა. დოკუმენტში, რომელიც ყურადღებას ამახვილებს, ევროკავშირში კრიპტო აქტივების გამოყენების შესახებ, წერია, რომ ორგანიზაცია ახალი მარეგულირებელი სისტემის შექმნას აპირებს.

Facebook–ის შექმნილ Libra-ს ციფრული ვალუტის ჯგუფის წევრმა განაცხადა, რომ კომპანია მზად არის მარეგულირებელი სისტემის მოთხოვნები შეასრულოს. 

Libra-ს ასოციაციის გენერალურმა დირექტორმა, ბერტრან პერეზმა განაცხადა, რომ კრიპტოვალუტა ბაზარზე 2020 წლის მეორე ნახევარში აუცილებლად გამოჩნდება. გაუწევს თუ არა მას ევროკავშირის მასშტაბით, ახალი, ევროპული კრიპტოვალუტა კონკურენციას, 2020 წელს გახდება ცნობილი. 

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთისა და გერმანიისგან განსხვავებით შვეიცარია Libra-ს მიმართ უფრო კეთილგანწყობილია. ცოტა ხნის წინ გავრცელდა შვეიცარიის ფინანსური მარეგულირებლის განცხადება, რომლის თანახმადაც, ორგანიზაცია საერთაშორისო თანამშრომლობისთვის ზედამხედველობას Facebook–ის მიერ გამოსაშვებ ციფრულ ვალუტას გაუწევს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system