თავში

ლიეტუვური კომპანია თბილისში მზის ელექტროსადგურს ააშენებს

​ლიეტუვური კომპანია თბილისში მზის ელექტროსადგურს ააშენებს
ლიეტუვური კომპანია თბილისში მზის ელექტროსადგურს ააშენებს

ლიეტუვური კომპანია თბილისში მზის ელექტროსადგურს ააშენებს.

ლიეტუვას ერთ-ერთმა უმსხვილესმა მზის ელექტროენერგიის მწარმოებელმა კომპანიამ Saulės grąža-მა, რომელიც ლიეტუვას გარემოს დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, საქართველოს გარემოსდაცვითი პროექტების მართვის სააგენტოსთან ხელშეკრულება დადო.

ხელშეკრულების თანახმად თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აშენდება მზის ელექტროსადგური. პროექტის მიზანია მზის ელექტროენერგიის გამოყენების განვითარების ხელშეწყობა და ახალი ტექნოლოგიების დამკვიდრება. ამავდროულად, ლიეტუვის პროექტის ფარგლებში მოხდება გამოცდილების გაზიარება და განახლებადი ენერგიის წარმოების სფეროში კომპეტენციების გადაცემა. მზის ელექტროსადგურის მშენებლობის დასრულება 2021 წლის მარტში იგეგმება.„მზის ელექტროსადგურში მიღებული ელექტროენერგია გამოყენებული იქნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჭიროებებისთვის. ასევე, დაყენდება მონიტორინგის სისტემები, რომელიც განსაზღვრავს აღჭურვილობის ეფექტურობას და ხელს შეუწყობს პროექტის შედეგების შეფასებას. დაგეგმილი მზის ელექტროსადგურის მთლიანი სიმძლავრე 300 კილოვატი (kW) იქნება“ – ამბობს პროექტის შესახებ მინდაუგას გერულაიტი, Saulės grąža-ის გენერალური დირექტორი. მისივე თქმით, მზის ელექტროენერგიის წარმოებითა და ლიეტუვის ცოდნა/გამოცდილების გაზიარებით პროექტი ხელს შეუწყობს კლიმატის ცვლილებების შემსუბუქებას.პროექტის განმახორციელებლის განცხადებით, მზის ელექტროსადგურის ქალაქის წარმოსაჩენ ლოკაციაზე მშენებლობა დადებით გავლენას მოახდენს როგორც საქართველოს მოსახლეობაზე, ასევე უცხო ქვეყნებიდან ჩამოსულ უცხოელ დელეგაციებზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system